- პროექტირება არის მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო საწყისი და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ ეტაპზე სამუშაო რამოდენიმე მიმართულებით იშლება - დგება გენგეგმა, რომელიც შეიცავს ჰორიზონტალურ გეგმარებას, დაკვალვას და რელიეფის ორგანიზაციის გეგმას, ასევე, მიწის რელიეფის ტოპოგრაფიას. შემდეგ უკვე მუშავდება ტიხრების, კედლების, ღიობების დაკვალვა, ჭრილები, ნიშნულები, ფასადის გეგმა. ბოლოს სახურავის გეგმარება დგება, რომელიც, ნივნივების განლაგებას, სახურავის მზიდი ელემენტების განლაგებას, სახურავების ელემენტების სპეციფიკაციებს მოიცავს. პროექტში შედის ასევე ისეთი ელემენტები როგორიცაა სავენტილაციო არხები, კარ ფანჯრების განლაგების გეგმარება, იატაკების პაკეტების სპეციფიკაცია, გარე კედლებისა და ტიხრების ფართი, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების უწყისი, კიბის საფეხურების მოპირკეთების უწყისი, მოაჯირების სპეციფიკაცია, სახურავიდან წყლის გადაყვანა და სხვა დეტალები და კვანძები, სპეციფიკაციით. როგორც ხედავთ ურთულესი, სკურპულოზური და მეტად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომლის გამოტოვება უბრალოდ არ შეიძლება!
არქიტექტურა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო არსებობს: შენობა-ნაგებობათა დაგეგმარება, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინი, დიდი და მცირე ურბანული სივრცეების ორგანიზება და თანამედროვე მსოფლიოს მდგრადი ინფრასტრუქტურული განვითარება, ხელოვნების ამ უმნიშვნელოვანეს დარგს უკავშირდება.
არქიტექტურული დიზაინი ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება გვინდა და რა არის მიზნად დასახული, რომ პროექტი შესრულდეს სწორად. ექსტერიერი და არქიტექტურა არის თქვენი შენობის სავიზიტო ბარათი, რომლითაც უცხო ადამიანს ექმნება პირველი შთაბეჭდილება შენობის შინაარსზე, მისი მფლობელის არა მხოლოდ ესთეტიკურ გემოვნებაზე, არამედ ზოგადად მსოფლიომხედველობაზე, მის დამოკიდებულებაზე გარემოს მიმართ, რომლის პროექტრირებაც იწყება ნულიდან - დამხმარე შენობა-ნაგებოების ჩათვლით. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კერძო სახლები, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები თუ საოფისე ობიექტები, თითოეული სრულდება ბოლო ნიუანსებით, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა მაქიმალურად კომფორტულად და ეფექტურად გამოიყენონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი ფართები.
"გალერეა რუმ დიზაინში" ასეთ პროექტებს უკვეთავენ სხვადასხვა კომერციული ფართების თუ კერძო ბინის მომავალი მეპატრონეები, რომელთა თვალსაზრისით არქიტექტორი უნდა ფიქრობდეს და აანალიზებდეს ყველა იმ ნიუანსს, რაც უნდა აკმაყოფილებდეს დამკვეთის ნებიმიერ ამბიციურ არქიტექტურულ კონფიგურაციას თავისი სამშენებლო ნორმებით და უპირატესობებით, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს
1. მთლიან არქიტექურულ გეგმას
2. შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-გეგმარებითი სქემების ანალიზს
3. საინჟინრო კომუნიკაციებს
4. სახლის ფორმას და განლაგებას
5. გარე 3D ვიზუალიზაციას და მოპირკეთების გეგმარებას დეტალებით
"გალერეა რუმ დიზანში" კი ამისთვის ზრუნავენ ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია MDF-ის სერტიფიცირებული და მრავალწლიანი პრაქტიკული პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილი არქიტექტორ-დიზაინერები, ასევე WWF გერმანიის - განათლება - Project Management, Hamburg-ის გამოცდილი და სერტიფიცირებული კადრები , რომლებიც უზრუნველყოფენ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებს:
• რისკების დაგეგმვა და მართვა
• დაინტერესებულ მხარეთა დაგეგმვა და მართვა (Stakeholder Matrix)
• ხარისხის მართვა და კონტროლი
• ბიუჯეტის (ხარჯების) დაგეგმვა და მართვა
• ადამიანური და სხვა მატერიალური რესურსების დაგეგმვა და მართვა
• პროექტის ამოცანები და ინტერვენციის ჩარჩო (ლოგიკური ჩარჩოს აგება)
• ადამიანური რესურსების განსაზღვრა
• სამუშაოს დროში განაწილება, განტის ცხრილის აგება
• საპროექტო წინადადების დოკუმენტაციის გაფორმების წესები
სამუშაო ეტაპები
01. არქიტექტურული სამუშაო ნაწილი
როგორც კი დადასტურდება ვიზუალური საპროექტო ნაწილი თქვენი საცხოვრებელი სახლის - თავისი კიბეებით და ერთმანეთის დამაკავშირებელი საკვანძო, საკომუნიკაციო სისტემებით - არქიტექტორი აკორექტირებს საესკიზო პროექტს სურვილის შემთხვევაში და იწყებს ახალი გეგმის და სქემების გამზადებას.
02. არქიტექტურული კონსტრუქციული ნაწილი
კონსტრუქტორი ამოწმებს ყველა სამშენებლო საკონსტრუქციო ნაწილს. პირველ რიგში, როგორც ფუნდამეტზე, ასევე დანარჩენ არქიტექტურულ სამშენებლო ნაწილზე, ამაზდებს ნახაზებს და ინსტრუქციებს სამუშაო ბრიგადისთვის.
03. საინჟინრო პროექტირება
პროექტი გადაეცემა ინჟინერებს და ამის შემდეგ ისინი იწყებენ ყველა საკომუნიკაციო დავალების პროექტირებას: წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, გათბობა და ვენტილაცია, ელექტროობა და თბილი იატაკები.
04. პროექტის შეთანხმება
პროექტის დასრულების შემდეგ, საჭიროა დამკვეთის პასპორტი და დანარჩენი თანმხლები ყველა საბუთი, რის შემდეგაც ჩვენ ვათანხმებთ თქვენ პროექტს შესაბამის სანებართვო ორგანოში და ვიღებთ აუცილებელ თანხმობას შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. ეს იქნება ოფიციალურად ნებადართული და დამტკიცებული სამშენებლო ნებართვა, რის შემდეგაც შესაძლებელია ობიექტის სამშენებლო ნაწილის დაწყება.
New Nest გთავაზობთ ზუსტ საკადასტრო (მიწის) და შიდა აზომვით ნახაზებს.
სერვისები:
- დაკვალვა;
- შენობა ნაგებობის ლეგალიზაცია;
– მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია;
- იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
- მიწის ნაკვეთის გამიჯვნა;
- მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ან გაერთიანების შეთანხმება მერიაში/სიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში
- წითელი ხაზების დადგენა ან/და კორექტირება;
- არქიტექტურა;
- კონსტრუქციული დაგეგმარება;
- კონსტრუქციული დასკვნა;
- დასკვნა მდგრადობის შესახებ;
- გეოლოგიური დასკვნა;
- ტოპო–გეგმარება(ტოპოგრაფია);
სარდაფის, სხვენის, ავტოფარეხის, მიწის ნაკვეთის, ბინის რეგისტრაციისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების მომზადება.
ჩვენთან ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა ხდება ყველა შემადგენელი ნაწილის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, სადაც საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი მოძრაობის გრაფიკა, სივრცეების ზონირებად დაყოფა და თანმიმდევრობა, ესთეტიკური და ფსიქოლოგიური გარემო, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ავეჯი, გათბობა, ვენტილაციის გეგმები, იატაკები და გამწვანების ელემენტების ჩართვა. მხოლოდ ყველა საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტის შედეგად შეიძლება მოვიპოვოთ ოპტიმალური ფორმისა და მასშტაბის, აკუსტიკის, განათების და ფერითი გადაწყვეტის სპეციფიკური კანონზომიერებები.
ინტერიერის დიზაინი
დიზაინ-პროექტი - ეს არის თქვენი იდეების, სურვილებისა და მოთხოვნების განსახიერება თქვენი სივრცის დიზაინისთვის. შექმნა თანამედროვე ინტერიერის დიზაინი, ნიშნავს ერთდროულად პასუხი გასცე რიგ მოთხოვნებს, რომელიც ორგანულად ითავსებს ამოცანათა მთელ კომპლექსს – ფუნქციურს, მოცულობით – სივრცობრივს, ინჟინრულ – ტექნიკურსა და მხატვრულ – ესთეტიკურს.
ჩვენთან ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა ხდება ყველა შემადგენელი ნაწილის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, სადაც საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი მოძრაობის გრაფიკა, სივრცეების ზონირებად დაყოფა და თანმიმდევრობა, ესთეტიკური და ფსიქოლოგიური გარემო, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ავეჯი, გათბობა, ვენტილაციის გეგმები, იატაკები და გამწვანების ელემენტების ჩართვა. მხოლოდ ყველა საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტის შედეგად შეიძლება მოვიპოვოთ ოპტიმალური ფორმისა და მასშტაბის, აკუსტიკის, განათების და ფერითი გადაწყვეტის სპეციფიკური კანონზომიერებები.
დიზაინის პროექტზე მუშაობის თანმიმდევრობა
01. ვდებთ კონტრაქტს და ვასრულებთ ტექნიკურ დავალებას
თქვენ მობრძანდებით ჩვენს მყუდრო და სასიამოვნო შოურუმში, გამოხატავთ თქვენს იდეებს და სურვილებს. ჩვენ კი მოგისმენთ ყურადღებით და დაგისვამთ კითხვებს, თქვენი სტილის, ბიუჯეტის და ფუნქციონირებადობის შესახებ, რის შემდეგადაც გაფორმდება ფორმალური მომსახურების ოფიციალური ხელშეკრულება, რომელიც მოაწესრიგებს სხვადასხვა დოკუმენტების პაკეტის შედგენას, ღირებულებას, კომპოზიციას და "გალერეა რუმ დიზიანის" მომსახურების გარანტიის ვალდებულებებს. ტექნიკური დავალება არის ამოსავალი წერტილი, როდესაც ვქმნით დიზაინის პროექტს თქვენი საცხოვრებლისთვის.
02. ჩვენ გთავაზობთ დაგეგმვის გადაწყვეტილებებს
პირველ რიგში, ვამზადებთ ბინის განლაგებას ზონებად, სადაც გამოყოფილი იქნება თითოეული დეტალი ცალ-ცალკე ფუნქციონალური გამოყენების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ბინის განლაგება და ზონირება არ იქნება მისაღები კლიენტისთვის, ჩვენ ვეცდებით ხელახლა გადავგეგმოთ თქვენი სივრცე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა დეტალს, ასევე რამდენიმე ბინის გაერთიანებას. ჩვენ განვავითარებთ კომფორტულ განლაგებას თქვენთვის და მოვაწყობთ წინასწარ შერჩეულ ავეჯით, დეკორატიული განათებით და დეკორით.
03. 3D ვიზუალიზაციის მომზადება
3D ინტერიერის ვიზუალიზაცია არის კონცეფციის გრაფიკული წარმოსახვა, სადაც ჩვენ ინტერიერის მოსაწყობად და მოსაპირკეთებლად ვიყენებთ რეალურ ნივთებს - მოწოდებულს ჩვენი ევროპელი პარტნიორი კომპანიებისგან, რომლებთანაც წარმატებით ვთანამშრომლობთ უკვე 18 წელია და ვახდენთ იმპორტს. გვყავს ჩვენი მოქნილი და გამოცდილი სატრანსპორტო ჯგუფი და ასევე საკუთარი საწყობი იტალიაში, რაც გვეხმარება თავისუფლად მოვიძიოთ და შემოგთავაზოთ ისეთი ნივთები და მასალები, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი იქნება თქვენთვის და თქვენი ბიუჯეტისთვის, რათა მაქსიმალურად სწორად მოხდეს პროექტის ვიზუალიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი რენდერები ასახავს სამომავლო ინტერიერს ისეთ დეტალებით, რომ ძნელია განასხვავო სამუშაო რენდერები რეალური ფოტოებისგან. ეს კი გაძლევთ საშუალებას წინასწარ რეალური ვიზუალიზაციის საფუძველზე შეაფასოთ სრული ინტერიერი და დეკორატიული მასალების მიზანშეწონილობა, რემონტის დაწყებამდე მოახერხოთ საპროექტო პროექტის შეცვლა და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილება .
04. სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება
ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტების სრულ პაკეტს, მათ შორის, ნახაზებს, გეგმებსა და შეფასებებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პროფესიონალი მშენებელი შეძლებს თქვენი პროექტის განხორციელებას, ან ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბინა გასაღების ჩაბარებით, სადაც არ იზრუნებთ არაფერზე და გექნებათ ყველა ინფორმაცია წინასწარ მომზადებული და ნანახი .
დეტალური მიმოხილვა ჩვენი ბოლო მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინ-პროექტების, რომელიც უფრო ნათლად ასახავს ჩვენს სამუშაო სტილს და დეტალებისდმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ასევე მნიშვნელოვნია ჩვენი დამკვეთების მოსაზრებები და გემოვნება, რომლის მიხედვითაც ხდება წინასწარი მონახაზის გაკეთება.
დაგეგმარება შიდა ტიხრების, პროექტირება, დიზაინი ტიხრების დაპროექტება, ოთახების განლაგების დაპროექტება, დიზაინერის კონსულტაცია, ტექნიკური ნახაზის მომზადება ზომებით, დეტალური ნახაზი. 2დ ვიზუალური სურათებით (სურვილის შემთხვევაში 3დ ვიდეორენდერის მომზადება). ელექტრო წერტილების ნახაზი, რაოდენობის, განაწილების განსაზღვრა.